ესპანეთში მატარებლის მემანქანეები გაიფიცნენ, რის გამოც ქვეყანაში სარკინიგზო გადაადგილება შეფერხდა.
ესპანეთის სახელმწიფო რკინიგზის ოპერატორის „რენფეს“ცნობით, 10 ნოემბერს შორი და საშუალო დისტანციის მომსახურების რეისების დაახლოებით 40% გაუქმდა, რამაც 4 042 მგზავრი დააზარალა. მადრიდში სამგზავრო მომსახურების 90%, ხოლო ბარსელონაში – ადგილობრივი მომსახურების 50% გაუქმდა.
„როიტერის“ ცნობით, მატარებლის მემანქანეები ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტურქტურაში ინვესტიციების გაზრდას მოითხოვენ იმ ფონზე, როდესაც წელს ესპანეთში რკინიგზაზე ორი ავარია მოხდა. მემანქანეები აცხადებდნენ, რომ აუცილებელია უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესება.
ცნობისთვის, 28 ოქტომბერს ტოლედოს პროვინციაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ბორტზე 540-ზე მგზავრი იმყოფებოდა. ავარიას 69 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კატასტროფის სავარაუდო მიზეზი სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობაზე რეაგირებისას ადამიანური შეცდომა იყო.
18 იანვარს კი ესპანეთის სამხრეთით, ქალაქ კორდობასთან ახლოს ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა. ავარიას 46 ადამიანი ემსხვერპლა, 290 დაშავდა. მატარებელში 300 მგზავრი იმყოფებოდა.

