აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და შეეხნენ ომისშემდგომი მომავლის საკითხს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დელეგაციასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა ძირითადად ყურადღება გაამახვილეს უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გარანტიებზე. ცალკე განიხილეს რუსეთის მოთხოვნები მის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილეს, ომისშემდგომი მომავალი იყო: უკრაინის აღდგენა და ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება ნდობის კრიზისის ფონზე.
“უკრაინული მხარის მთავარი პოზიციაა, რომ პირველ რიგში ომი უნდა შეწყდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროპაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე გადასვლა, ისეთის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი სტაბილურობა და არ დაუშვას აგრესიის განმეორება”,- განაცხადა წყარომ.

