აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ალექსანდრე სტუბს ვესაუბრე – ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ დღეებში მიმდინარე მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე სტუბთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„უკრაინა და ჩვენი პარტნიორები მზად არიან, აქტიურად იმუშაონ დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების შემუშავებასა და რეალურ მშვიდობის მოახლოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც ანალოგიური მიდგომა გამოავლინოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჩეხეთის პრეზიდენტთან ძალისხმევის კოორდინაციის გაგრძელებაზე შეთანხმდა.

“ველოდები დეტალურ ინფორმაციას ჩვენი მოლაპარაკებების ჯგუფისა და პარტნიორებისგან რუსულ მხარესთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესის შესახებ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....