ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს არასახარბიელო მომავალი ელით, თუ აშშ არ იტყვის უარს „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
„ისრაელელები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა აშშ ირანთან გაუთავებელ ომში ჩაითრიონ, ჭაობში, საიდანაც ვერც ერთი პრეზიდენტი, იქნება ის რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, დღევანდელი თუ მომავალი, თავს ვერ დააღწევს“, – აღნიშნა ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა.
ღალიბაფის განცხადებები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის, მსგავსი კრიტიკის ფონზე გაჟღერდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკელების უმეტესობა დაიღალა ისრაელის რეჟიმით, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციებს ხანგრძლივ ომებში ითრევს.

