ვფიქრობ, პროდუქტიული მოლაპარაკებები გვექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა აბუ-დაბიში, სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებისას განაცხადა.
ჯარედ კუშნერმა იმედი გამოთქვა, რომ აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებები პროდუქტიული იქნება.
„ვფიქრობ, ორი ძალიან პროდუქტიული დღე გვექნება“, – აღნიშნა კუშნერმა.
შეგახსენებთ, აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს იმართება. რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, ხოლო უკრაინის დელეგაციას საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს.

