აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარკო რუბიომ და ანდრეი სიბიგამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს პარიზში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას შეხვდა.

რუბიოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, ენერგეტიკული მდგრადობა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან. განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები, ენერგეტიკული მდგრადობა და თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

თავდაცვის მდივანი ხაზს უსვმს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ არის ორიენტირებული მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე.

შეხვედრას ეხმაურება ანდრეი სიბიგაც და აცხადებს, რომ საუბარი ფოკუსირებული იყო აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევაზე, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო მოვლენებზე.

„ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიისა და დეესკალაციისთვის”, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს შავი ზღვის საკითხი და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქ ნაოსნობის თავისუფლების აღდგენის საჭიროება.

„უკრაინა მზადაა, შეერთებულ შტატებთან განავითაროს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში, მათ შორის დრონების ერთობლივი წარმოებისა და პერსპექტიული ეკონომიკური პროექტების მიმართულებით. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების, საჰაერო თავდაცვისა და ზამთრის პერიოდისთვის მდგრადობის გაძლიერების საკითხები”, – წერს სიბიგა.

მისი ინფორმციით, სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ვიზიტით მიიწვია.

იტვირთბა....