რუსეთს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ დიალოგი გაგრძელდება და შეერთებულ შტატებს ექნება მისი გაგრძელების სურვილი.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, მინდა, ეს ახლავე ვთქვა. მაგრამ, ილუზიების გარეშე, იმის გაგებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს საერთაშორისო პოლიტიკა, ყოველთვის უკეთესია საუბარი. ასე იყო ცივი ომის დროს – ჩვენი სამხედროები ესაუბრებოდნენ ამერიკელ სამხედროებს. სწორედ ეს ხდება ახლა ჩვენს ურთიერთობებში შეერთებულ შტატებთან. ამიტომ, ილუზიების გარეშე, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელთა მაგალითებიც ახლა მოკლედ ჩამოვთვალე, ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ექნება გადაწყვეტილება, გააგრძელოს ეს დიალოგი ინტერესთა სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, სადაც არავის უსაფრთხოება არ ირღვევა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აბუ დაბიში მოლაპარაკებების მონაწილეები განიხილავენ კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს სრული მოგვარების შემდეგ ძალაში შესული გარანტიების ფარგლებში.

