აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ტექნოლოგიურ კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორსა და სავარაუდო ჩინელ ჯაშუშს შორის კავშირს იძიებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ტექნოლოგიურ კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორსა და სავარაუდო ჩინელ ჯაშუშს შორის კავშირს იძიებს.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგს პირადად ესაუბრა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, სავარაუდო ჩინელ ჯაშუშთან მისი სასიყვარულო კავშირის შესახებ.

„ვკითხე მას, ეჭვი გქონდა, რომ ის ჯაშუში იყო? თქვა, არ იცოდა, რომ ის ჯაშუში იყო და მე მჯერა მისი. ვიცი, რომ ფედერალ;ური საგამოძიებო ბიურო ამ ამბავს იძიებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინოფრმაცია, რომ Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგს ჩინელ ბიზნესმენ ქალთან, ელის ჰუანგთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ის ჩინეთს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯენსენ ჰუანგმა გაავრცელა წერილი, რომელშიც საკუთარ ოჯახს ბოდიში მოუხადა და ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალთან სასიყვარულო კავშირი აღიარა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ამ მოველენების ფონზე Nvidia-ს აქციები დაახლოებით 6%-ით დაეცა.

იტვირთბა....