აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მილეი, ტრამპი, ბოლსონარუ და ორბანი საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობას მიეკუთვნებიან, რომელსაც მასკის მსგავსი ტექნოლოგიური ოლიგარქებიც აფინანსებენ, არ დავუშვებთ, ესპანეთი მათი კოლონია გახდეს – პედრო სანჩესი

მილეი, ტრამპი, ბოლსონარუ და ორბანი, ისინი ყველა ერთსა და იმავე საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობას მიეკუთვნებიან, რომელსაც, სხვათა შორის, ილონ მასკის მსგავსი ტექნოლოგიური ოლიგარქებიც აფინანსებენ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველა მათგანს ერთი მიზანი აქვს – ესპანეთი საკუთარ კოლონიად აქციონ.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ტექნოლოგიური ოლიგარქების ან საერთაშორისო ულტრამემარჯვენე მოძრაობის კოლონია, რომელიც ესპანელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ჩემი პოზიცია მკაფიოა, ესპანეთი სუვერენული სახელმწიფოა. ესპანეთს მადრიდის გარდა ვერც ერთი სხვა დედაქალაქიდან ვერ მართავენ“, – განაცხადა სანჩესმა.

იტვირთბა....