ახალი ამბები მსოფლიო

სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არსენ გევორგიანი ციხეში გარდაიცვალა

სომეხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არსენ გევორგიანი ციხეში გარდაიცვალა. გევორგიანი პოლიტიკური პარტია “ძლიერი სომხეთის” წევრი იყო, ის წარსულში სტეპანავანის მეორბის კანდიდატადაც იყო წარდგენილი.

სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, 10 ნოემბერს, დაახლოებით დილის 07:55 საათზე, 1980 წელს დაბადებული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. დილის 08:30 საათისთვის კი ექიმებმა მისი ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირეს.

გევორგიანი 25 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით იყო დაკავებული.

იტვირთბა....