აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო, აშშ-მა დიდ ბრიტანეთში მდებარე კიდევ ერთი საჰაერო ბაზიდან თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელა – „უოლ სთრით ჯორნალი“ 

ირანის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო, აშშ-მა დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთი საჰაერო ბაზიდან თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელა.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ვაშინგტონმა თვითმფრინავები მილდენჰოლის საჰაერო ძალების ბაზიდან (RAF Mildenhall) გაიყვანა. კერძოდ, საწვავის შესავსებად განკუთვნილი ორი ამერიკული საჰაერო ხომალდი გერმანიაში გადაამისამართეს, ხოლო რამდენიმე სხვა თვითმფრინავი ასევე გერმანიასა და სხვა ქვეყნებში გადაანაწილეს.

გამოცემის ცნობით, მილდენჰოლის საჰაერო ძალების ბაზისადმი საფრთხის ზუსტი ხასიათი აშშ-ის ოფიციალურ პირებს არ განუმარტავთ.

„ჩვენ, როგორც წესი, სხვა ქვეყნების საქმიანობაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თვითმფრინავები და სხვა აქტივები რეგულარულად გადაადგილდება ოპერაციული მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში უსაფრთხოების ინციდენტის გამო, რომელიც სავარაუდოდ, ირანთან იყო დაკავშირებული, აშშ-მა თავისი ბომბდამშენები ფერფორდის საჰაერო ძალების ბაზიდან გაიყვანა.

იტვირთბა....