აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Nvidia-ს გენერალური დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის გარშემო ატეხილ სკანდალზე კომენტარი გააკეთა. ჰუანგმა აღიარა, რომ ცოლს ღალატობდა ჩინეთის მოქალაქე ქალთან, რომელსაც ბრალად ჯაშუშობა ედება.
“დღეს ჯენსენს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ არასდროს იცოდა, ეს ქალი თუ ჯაშუში იყო და მე ნამდვილად მჯერა მისი.” – თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჰუანგს “მაღალი მორალური ღირებულებების მქონე ადამიანი” უწოდა და აღნიშნა, რომ მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. ტრამპის თქმით, ჰუანგი პირადი ურთიერთობების გამო შექმნილი ვითარებით, განსაკუთრებით კი ოჯახის და მეუღლის წინაშე, ძალიან განიცდის.
კითხვაზე, წაიყვანდა თუ არა Nvidia-ს ხელმძღვანელს აზიაში დაგეგმილ ვიზიტზე, ტრამპმა უპასუხა, რომ ამას სიამოვნებით გააკეთებდა. მისი თქმით, არ სმენია, რომ ჰუანგს რაიმე ცუდი ჩაედინოს.
Nvidia-ს ხელმძღვანელისა და ჩინეთის მოქალაქე ქალის ურთიერთობის შესახებ The New York Times-მა დაწერა. გამოცემის ცნობით, ქალი მუშაობდა კომპანიაში, რომელიც Nvidia-სგან ჩიპებს ყიდულობდა.
მოგვიანებით ჰუანგმა თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ურთიერთობა დაადასტურა და მეუღლესა და კოლეგებს ბოდიში მოუხადა.
Nvidia მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიაა და საბაზრო ღირებულებით Apple-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

