ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ კულტურის მინისტრის გადადგომას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, მათ საპროტესტო აქცია სამინისტროსთან გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კორუფციის არსებობას ადასტურებს, რის გამოც მიხეილ გიორგაძემ და მისმა მოადგილეებმა პოსტები უნდა დატოვონ.