ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?”- ტრამპი

მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორ შეიძლება წინასაარჩევნო გამოკითხვები ასე მცდარი ყოფილიყო?“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, წინასწარი ხმის მიცემის ზოგიერთი მაჩვენებელი იმდენად დიდი იყო, რომ გამარჯვება შეუძლებელი გახდა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი მივიდოდა ხმის მისაცემად.

„საქმე საარჩევნო აპარატებშია, რომელიც ამომრჩეველზე უფრო მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი „დემოკრატიულმა პარტიამ“ მოიპოვა.

იტვირთბა....