ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს” – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში პირადი ცხოვრება მოუწყვეს და ამისთვის, პენიტენციურს მადლობაც კი უნდა გადაუხადოს.

როგორც ის ამბობს, თუ მონანიებს არ გადაწყვეტს, მას 11 წლის ციხეში გატარება მოუწევს.

პაპუაშვილის თქმით, სააკააშვილი თავის დანაშულებებს იმიტომ არ ინანიებს, რომ მას გარედან აგულიანებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე მოყვებოდა ყველაფერს და ამით შეიძლება საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემაც კი გაეხსნა.

ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე, რომ სააკაშვილს მოუწევს თავისი 11 წლის მოხდა. გადაწყვიტოს, თავის 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არ მოინანიებს თავის დანაშულებებს. ის თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს, ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულების მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება, როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი და მაგალითი იყო. როდესაც გამოდის ევროკომისია და ამბობს, რომ თითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამითი ტოვებს მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ სააკაშვილსაც გულისხმობს, როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს. სხვა შემთხვევაში, მერე უნდა გადავიდეს და ილაპარაკოს იმაზე, ვინ დაუორგანიზა საქართველოში შემოპარვა, ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით იყო, უნდა მოყვეს შემოპარვამდე რამდენიმე დღის ადრე ბრიუსელში რომ იყო, ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, რაზე ესაუბრებოდნენ, რა დავალებები მისცეს და რა შეუთანხმა და რა არა, ასე რომ, ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება, თავის აღიარებასა და მონანიებასთან ერთად. თავის დანაშაულებებზე ბოლომდე თუ ილაპარკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართულები არიან  უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და ხელისუფლებები. რაც შეეხება ბელეტრისტიკას მისი მხრიდან, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მე მგონი პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა. შეიძლება პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს ამისთვის, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....