გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული არ ეთანხმება რუსეთის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობას და აცხადებს, რომ ევროპაში არსებული უსაფრთხოების სისტემის აღდგენაა საჭირო.
ამის შესახებ ვადეპულმა პარიზში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ევროპას არ სჭირდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, როგორც ამაში რუსეთი ცდილობს ჩვენს დარწმუნებას. საჭიროა მხოლოდ უსაფრთხოების არსებული არქიტექტურის აღდგენა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვადეპულის განმარტებით, ევროპის უსაფრთხოების არსებული სისტემა ეფუძნება ჰელსინკის დასკვნით აქტს, პარიზის ქარტიასა და ბუდაპეშტის მემორანდუმს. ეს დოკუმენტები სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს განსაზღვრავს.
ვადეპულის განცხადებით, საერთაშორისო უსაფრთხოების აღდგენა მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

