ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით, ზამფარას შტატში შეიარაღებულმა პირებმა უსაფრთხოების მოხალისე და მისი ათი ნათესავი მოკლეს, ცხედრები კი დაწვეს. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ნიგერიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელებმა დაღუპულთა სახლები დაწვეს და კიდევ ცამეტი პირი გაიტაცეს.
სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 7-8 ნოემბერს მოხდა.
მედიის ცნობით, ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ შტატებში მოხალისეთა ჯგუფები სოფლებსა და ქალაქებს ბანდებისგან იცავენ. ოფიციალური პირის თქმით, მოკლული მთავრობის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების წევრი იყო.

