ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში, ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 10 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

თურქეთის, იზმირის პროვინციის ალიაგას რაიონში მდებარე ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ამასთანავე, სამაშველო ჯგუფები ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი 10 ადამიანის გადარჩენას.

აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც ჰაერში კვამლი და მტვრის ღრუბელი გავრცელდა.

იზმირის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პირველადი მონაცემების თანახმად, დაშავებული 14 ადამიანისგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

იტვირთბა....