ჩინეთის ქალაქ ტაიუანში, ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობაში ხანძარს, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში 38 ადამიანი გადაიყვანეს. 25 მათგანი მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს, ცხრის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
40-სართულიან შენობაში ცეცხლი მეოთხე სართულზე გაჩნდა, სადაც სასტუმროა განთავსებული და სწრაფადვე გავრცელდა ზედა სართულებზეც.
ხანძრის მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

