ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ოფიციალურ პირებს უბრძანა, ქვეყანაში „არც ომის და არც მშვიდობის“ შუალედური მდგომარეობა დაასრულონ.
ფეზეშქიანის თქმით, სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ღირსეულად გამართული მოლაპარაკებების მეშვეობით ომის დასრულება შესაძლებელია.
„უზენაესმა ლიდერმა გვიბრძანა, რომ დავასრულოთ „არც ომის და არც მშვიდობის“ სიტუაცია. ჩვენ შეგვიძლია, ღირსეულად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და საქმე ღირსეულად დავასრულოთ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ირანმა უნდა შეცვალოს თავისი შეხედულებები და ვითარების გაუმჯობესებისკენ ისწრაფვოდეს.
„მე დღეს აქ ვარ და მაქვს პასუხისმგებლობა, ვემსახურო ქვეყანას და მის ხალხს. მიუღებელია, რომ ხალხი იტანჯება ქვეყნის უხვი რესურსების მიუხედავად. მე არ შემიძლია, შევეგუო იმას, რომ ქვეყანაში ვინმე მშიერი იძინებს“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი შესწირეს თავიანთი ქვეყნის პატივისა და რწმენისთვის, აღიარებას იმსახურებენ.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, უგულებელვყოთ ან გავანადგუროთ მომავალი“, – თქვა ირანის პრეზიდენტმა.

