აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა „ტრამპის მარშრუტზე“ ტექნიკური სამუშაოები დაიწყეს

აშშ-მა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა „ტრამპის მარშრუტზე“ ტექნიკური სამუშაოები დაიწყეს.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ბრენდან ჰანრაჰანმა, სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამადოვმა გამოაცხადეს სამმხრივი ტექნიკური დაგეგმვის ჯგუფების შექმნის შესახებ, რათა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის სატრანსპორტო მარშრუტის“ პროექტი წინ წიწიონ.

განცხადების თანახმად, ეს მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტი სამი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებისა და ტექნიკური ექსპერტების ერთობლივი მუშაობის საგანი იქნება. ინიციატივის მიზანია გრძელვადიანი სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების, რეგიონული კავშირისა და კომერციული კეთილდღეობის ხელშეწყობა. პროექტი ასევე მიზნად ისახავს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული სამშვიდობო სამიტის დეკლარაციის დებულებების გამყარებას.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან პირველ ორ სამმხრივ დაგეგმვის ჯგუფს, რომლებიც ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის გადაცემის საკითხებს განიხილავენ. მათი მუშაობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რთული ტექნიკური საკითხების გადაჭრისა და პროექტის განხორციელების შემდეგ ეტაპებზე გადასვლისკენ, მათ შორის მისი სხვა რეგიონულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირების მიმართულებით. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება „ტრამპის მარშრუტის“ პროექტით გათვალისწინებული ყველა მექანიზმის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....