აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან მოლაპარაკებებსა და სამხედრო მოქმედებების განახლებაზე ისაუბრეს – “აქსიოსი”

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის მთავარი საკითხები იყო ირანთან აშშ-ის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და რამდენად სწრაფად უნდა განახლდეს სამხედრო მოქმედებები. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუ ტრამპს მოუწოდებს, ირანზე დარტყმები დაგეგმილი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე განახორციელოს. თუმცა, ამ ეტაპზე ტრამპი მოლაპარაკებების გაგრძელებას ემხრობა.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, ისრაელელმა წყარომ სატელეფონო საუბარს „რთული“, ხოლო ამერიკელმა წყარომ – „პირდაპირი“ უწოდა.

ცნობისთვის, 2026 წლის ივნისში აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ მეორე მხარე შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულ

იტვირთბა....