უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა.
“თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2026 წლის 31 ოქტომბერს თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩამოვა.
სტამბოლში გამართულ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ თურქეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომსა და შავი ზღვის უსაფრთხოების მდგომარეობას” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეტინ დურანმა

