აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის არჩევნებში ვერც ნეთანიაჰუს ბლოკმა და ვერც ოპოზიციამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 120-ადგილიან ქნესეთში 53 მანდატი მოიპოვა და უმრავლესობა დაკარგა. მისი მთავარი კონკურენტის, გადი აიზენკოტის მხარდამჭერ ბლოკს 48 ადგილი ერგო, არაბულმა პარტიებმა კი რეკორდული 19 მანდატი მიიღეს.

საბოლოო შედეგებით, არცერთ მთავარ ბლოკს საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო 61 მანდატი არ აქვს, რაც მთავრობის ჩამოსაყალიბებლად რთულ მოლაპარაკებებს მოასწავებს. ნეთანიაჰუს ბლოკი წინა მოწვევის პარლამენტში, ყველაზე დიდი შემადგენლობით, 68 ადგილს აკონტროლებდა.

შედეგები ჯერ ოფიციალურად დასამტკიცებელია. პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგისთვის მათი წარდგენა 4 ნოემბერს იგეგმება. ამის შემდეგ პრეზიდენტი პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავს და მთავრობის შექმნას იმ კანდიდატს დაავალებს, რომელსაც წარმატების ყველაზე მეტი შანსი ექნება.

არჩევნებამდე როგორც ნეთანიაჰუმ, ისე აიზენკოტმა არაბულ პარტიებთან მთავრობის შექმნა გამორიცხეს. თუმცა, მემარცხენე პარტია “დემოკრატების” ლიდერმა იაირ გოლანმა მათთან პარტნიორობას მხარი დაუჭირა.

არჩევნების წინ ნეთანიაჰუმ და მისი კოალიციის სხვა წარმომადგენლებმა არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ბრალდებები გაავრცელეს. ისინი არაბული პარტიების საქმიანობაში კატარის შესაძლო ჩარევის გამოძიებას შიდა უსაფრთხოების სამსახურისგან, შინ ბეთისგან, ითხოვდნენ.

იტვირთბა....