საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მობილიზაციის ფარგლებში, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შაბათს დაგეგმილი მარშის გამართვის უფლება მისცა.
გასულ კვირას ბორდოში დემონსტრაციები შეზღუდეს, თუმცა მოგვიანებით პროფკავშირთა გაერთიანებამ ხელისუფლებას უსაფრთხოების „გარანტიები“ მისცა.
პრეფექტურაში აცხადებენ, რომ „რთულ” დღეს და „ძალადობრივ ქმედებებს” ელოდებიან.
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეფექტის დელეგატმა, მარკ ზარუატიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარშრუტი და პროფკავშირების მიერ აღებული ვალდებულებები გასულ კვირასთან შედარებით უფრო მყარ გარანტიებს იძლევა.
„პროფკავშირებს შევხვდით და ვიცით, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ უსაფრთხოების აღსადგენად“, – აღნიშნა ზარუატიმ.

