რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ყველასთან დიალოგისთვის მზადაა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა, როგორ მოიქცევა პუტინი, თუ კრემლში მაკრონი ან მერცი დარეკავს.
„ის აიღებს ყურმილს. ის მზადაა ყველასთან დიალოგისთვის“,- უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, მზად არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გამართოს, პესკოვმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ „ჯერ არავის დაურეკავს“.
ცნობისთვის, მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა საკუთარი ინიციატივით სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

