რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ (G20) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ერთი დღით ადრე დაადასტურა, რომ ლავროვი ატლანტაში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრებოდა.

