აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-თან მოლაპარაკებებში ნებისმიერი პროგრესი დამოკიდებულია ვაშინგტონის მიერ ირანის შვიდი პირობის მიღებაზე – მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

აშშ-თან მოლაპარაკებებში ნებისმიერი პროგრესი დამოკიდებულია ვაშინგტონის მიერ ირანის შვიდი პირობის მიღებაზე, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, ირანმა არაერთხელ და მკაფიოდ აცნობა შუამავლებს თავისი პირობები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური გარღვევა ვერ მოხდება, თუ შვიდივე პირობა არ იქნება მიღებული.

„„სტაფილოსა და ჯოხის“ მიდგომა ირანზე არავითარ გავლენას არ ახდენს. პროგრესის მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ირანის შვიდ პირობაზე შეთანხმება შედგება“, – აღნიშნა ღალიბაფმა.

მანამდე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, მოჰსენ რეზაის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. წინადადება ითვალისწინებს ირანის მხრიდან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული ვალდებულებების აღებას – აშშ-ის მხრიდან დათმობების, მათ შორის სანქციების შემსუბუქებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული ნაბიჯების სანაცვლოდ.

იტვირთბა....