აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დღეს იტალიაში, ანტისამთავრობო აქციებზე მასშტაბური არეულობა მილანშია მოსალოდნელი, ქალაქში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, გამოცხადდა წითელი დონის საფრთხე – ადგილობრივი მედია

იტალიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ყველაზე მასშტაბური არეულობა მილანშია მოსალოდნელი. მილანში დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც. ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით წითელი დონის საფრთხე გამოცხადდა.

მოსალოდნელია, რომ ქუჩაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი გამოვა. პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში მონაწილეობენ სტუდენტები და სოციალური ცენტრების აქტივისტები.

მთავრობის წინააღმდეგ აქციები მილანის გარდა, დაგეგმილია რომში, ბოლონიაში, ტურინსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

იტვირთბა....