რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ქარხანაში, რომელიც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისთვის რეაქტიული საწვავის წარმოებას ახორციელებს, ხანძარი გაჩნდა.
მანამდე რეგიონში დრონების თავდასხმის შესახებ განგაში გამოცხადდა და ადგილობრივი აეროპორტი დაიხურა.
ნოვოკუიბიშევსკის მცხოვრებლებმა აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის აქტივობის შესახებ განაცხადეს. რეგიონში დრონების საფრთხის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა დილის 6:00 საათზე, როდესაც თავდასხმა უკვე დაწყებული იყო.
ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 20-ზე მეტ სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის რუსული ავიაციის საწვავს.
ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2007 წლიდან „როსნეფტის“ ჯგუფის ნაწილია. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.8 მილიონი ტონა ნავთობია.

