აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლავროვი აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“(G20) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ლავროვის აშშ-ში ჩასვლა. ამასთან, რუსული მედიის არაერთმა საშუალებამ, მათ შორის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ (TASS), გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციამ 20 საათზე მეტი გაატარა ჰაერში და ისეთი მარშრუტით იფრინა, რომელიც გვერდს უვლიდა მოსკოვის მიერ „არამეგობრულად“ მიჩნეულ ქვეყნებს.

იტვირთბა....