აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა – ზარალი 6,3 მილიარდ დოლარია

მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, წინასწარი შეფასებით, კომპანიას 6,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს კრიპტოვალუტების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ძარცვად მიიჩნევა.

Binance-ის განცხადებით, კომპანიამ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაზარალებული აქტივების გაყინვა შეძლო და ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების მოძიება მოახერხა. დარჩენილი 3,3 მილიარდი დოლარის შესახებ კომპანიას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, Binance-ის თანადამფუძნებელმა, ი ჰემ განაცხადა, რომ კომპანია „ჰაკერული თავდასხმის შედეგად მიყენებულ ყველა ზარალს სრულად აანაზღაურებს“.

კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ბოლო პერიოდში ციფრული აქტივების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც მომხმარებელთა სახსრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. მომხდარმა შესაძლოა ინვესტორებს ციფრული აქტივების ფლობასთან დაკავშირებული რისკების ხელახლა შეფასებისკენაც უბიძგოს.

იტვირთბა....