რუსეთში, სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონით შეუტიეს, რის შედეგადაც ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
მანამდე ოლქში დრონებით თავდასხმის საფრთხის შესახებ განგაში გამოცხადდა და აეროპორტი დახურა.
ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სს „როსნეფტის“ ნავთობკომპანიის ჯგუფის ნაწილია 2007 წლიდან. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.8 მილიონი ტონა ნავთობია.

