უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სტერლითამაქში მდებარე Башкирская содовая компания-ს (“ბაშკირეთის სოდის კომპანია”) ქარხანზე იერიში მიიტანეს.
საინფორმაციო გამოცემა ASTRA-ს ცნობით, თავდასხმა 29 ოქტომბრის დილას, რეგიონში დრონების საფრთხის შესახებ განგაშის გამოცხადების შემდეგ მოხდა.
ბაშკირეთის სოდის კომპანია რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური კომპლექსია. საწარმო კალცინირებულ და სასმელ სოდას, პოლივინილქლორიდს, მარილმჟავასა და დიქლორეთანს აწარმოებს. კომპანია ქიმიური ჰოლდინგის, Росхим-ის შემადგენლობაში შედის.
აღნიშნული ობიექტი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის განკუთვნილ პროდუქციასაც ამზადებს, მათ შორის, ტერეფტალოილქლორიდს. რუსეთში ამ ნაერთის ერთადერთი მწარმოებელი ბაშკირეთის სოდის კომპანიაა. ნივთიერება ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტებისა და სხვა დამცავი აღჭურვილობის წარმოებაში გამოიყენება.
უკრაინელებმა აღნიშნულ ობიექტზე იერიში 27 აგვისტოსაც მიიტანეს.

