აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხელჩართული ჩხუბი სომხეთის პარლამენტში – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


„არმენპრეს“-ის ცნობით, ფრაქცია „სამოქალაქო კონტრაქტის“ დარბაზში სიტუაცია დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს დაიძაბა.

ჩახოიანმა ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ ხელმძღვანელს, ნარეკ კარაპეტიანს შეახსენა, რომ მის ბიძაშვილს ბოდიში არ მოუხდია საპარლამენტო არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი ცალკე სამინისტროს შექნას აპირებდნენ ქალთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


ნარეკ კარაპეტიანმა საუბარი თავისი ადგილიდან დაიწყო, შემდეგ კი ტრიბუნას მიუახლოვდა, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო.

ეროვნულ ასამბლეაში შესვენება გამოცხადდა.

იტვირთბა....