აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

ეს გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმაურა.

დახმარება მიმართულია საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებზე, რასაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ და თავდაცვის მოტივით ამ ომში აქტიურად იყენებს.

“დღეს ასევე შემიძლია გამოვაცხადო 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტზე. ის მოიცავს, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და დრონებს, რომლებიც განკუთვნილია უწყვეტი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დაცვისთვის“, – განაცხადა იეტენმა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის არავითარი ნიშანი არაა იმისა, რომ რუსეთი მზად არის ტერორი შეწყვიტოს უკრაინელების წინააღმდეგ. იეტენის თქმით, რუსეთის ცდილობს გატეხოს უკრაინა, „მისი საბრძოლო სულისკვეთება, საზოგადოება და ეკონომიკა, მაგრამ მას ეს არ გამოუვა უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელების არაჩვეულებრივი ძალისა და სიმტკიცის გამო“.

„ჩვენ, როგორც მოკავშირეებს, შემდგომშიც უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა იეტენმა.

იტვირთბა....