აზოვის ბატალიონმა 100-ზე მეტ რუსულ მატარებელს დაარტყა. განცხადებას აზოვის ბატალიონი ავრცელებს. მათი ცნობით, იერიშების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ლოკომოტივები, საწვავის ავზ-ცისტერნები და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში.
მათივე ცნობით, უკრაინული დრონების ოპერაციებმა მოიცვა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში მდებარე სარკინიგზო კვანძები, მათ შორის ვოლნოვახა, დებალცევო, იასინუვატა, ენაკიევო და დოვჟანსკე. ეს სარკინიგზო ჰაბები წარმოადგენს რუსეთის არმიის მომარაგების მთავარ არტერიას, საიდანაც ფრონტის ხაზზე მოქმედ დანაყოფებს საწვავი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა მიეწოდება. „აზოვის“ განცხადებით, რუსულმა მხარემ სარკინიგზო მარშრუტების დასაცავად მობილური საჰაერო თავდაცვის ჯგუფები და ელექტრონული ბრძოლის სისტემები განათავსა, თუმცა ამ ზომებმა უკრაინული დრონების შეჩერება ვერ შეძლო.

