ახალი ამბები მსოფლიო

უკრაინელების 80% მომხრეა, რომ ქვეყანამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე საჰაერო იერიშები კვლავ მიიტანოს, მაშინაც კი, თუ აშშ დახმარებას შეზღუდავს

სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხული უკრაინელების 80% მომხრეა, რომ ქვეყანამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე საჰაერო იერიშები კვლავ მიიტანოს, მაშინაც კი, თუ შეერთებული შტატები უკრაინას დახმარებას შეუზღუდავს.

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (KIIS) კვლევის მიხედვით, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების წინააღმდეგია გამოკითხულთა 11%. პოზიცია არ დაუფიქსირებია 8%-ს.

კვლევაში მონაწილეთა 65%-მა აღნიშნა, რომ მზად არიან ომს იმდენი ხანი გაუძლონ, რამდენიც საჭირო იქნება.

სატელეფონო ინტერვიუების სახით კვლევა 16-იდან 25 ოქტომბრის ჩათვლით უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ყველა რეგიონში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 828 რესპონდენტმა მიიღო.

იტვირთბა....