ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინა წელს აშშ-სგან თვეში Patriot-ის ტიპის 12 რაკეტას მიიღებს მაშინ, როცა თვეში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება უწევს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, 2026 წელს უკრაინა აშშ-სგან თვეში საშუალოდ Patriot-ის ტიპის 12 რაკეტას მიიღებს მაშინ, როცა თვეში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება უწევს.

“2026 წლის განმავლობაში უკრაინა აშშ-სგან თვეში Patriot-ის ტიპის 12 რაკეტას მიიღებს. რადგან ეს წელი უკვე დასასრულს უახლოვდება, ამაზე ღიად შემიძლია ვისაუბრო. უფრო მეტიც, უკვე ყველას ესმის ეს – ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობის მიხედვით, რომელიც, სამწუხაროდ, მცირეა. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთან დადებულმა ჩემმა შეთანხმებებმა გავლენა მოახდინა უკრაინის მიერ მიღებული Patriot-ის ტიპის რაკეტების რაოდენობაზე. მაგრამ ამერიკიდან თვეში 12 რაკეტას ვიღებდით. მიზეზი ახლო აღმოსავლეთი იყო”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი განმარტებით, რაკეტების სხვა ქვეყნებიდან მიწოდებას აშშ-ის მხრიდან თანხმობა სჭირდება. ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰაგსეთმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს 12 რაკეტისგან შემდგარი ამერიკული პაკეტისთვის, მაგრამ უკრაინის მიერ სხვა ქვეყნებში მოძიებული რაკეტების დამტკიცების საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.

“ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის პაკეტი, რომელიც 12 რაკეტას მოიცავს და მან ხელი მოაწერა. შესანიშნავია. მაგრამ ამ თვეში 35 გამოვიყენე და კითხვა ეხება იმ 23-ს, რომელიც სხვა მიმართულებით მოვიძიე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....