ჯორჯია მელონი აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს, ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
გამოცემა Il Giornale d’Italia-ს ინფორმაციით, იტალიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტის გაგზავნის საკითხი კვლავ შეჩერებულია.
როგორც მედია იუწყება, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი გადაწყვეტილების მიღებამდე აშშ-ში, 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შედეგებს ელოდება.
გამოცემა არ აკონკრეტებს, არჩევნების რა შედეგმა შეიძლება, შეუწყოს ხელი გადაწყვეტილების მიღებას და არც ის არის ცნობილი, გაიგზავნება თუ არა დახმარების პაკეტი კენჭისყრის დასრულებისთანავე.
მანამდე, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკვე მზად არის.

