ახალი ამბები მსოფლიო

“აშშ-მა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა”- „უოლ სთრით ჯორნალი“ –

აშშ-მა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, აშშ-მა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული ქვეყანა გააფრთხილა, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ ხანმოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის მოემზადონ.

წყაროების ცნობით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ტეხასიდან ისრაელში „პეტრიოტის“ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემა გადააქვთ, რათა ქვეყნის თავდაცვა გააძლიერონ. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რეგიონში განლაგებული ამერიკული ძალები საბრძოლო მასალის მარაგებს ავსებენ, ბომბდამშენები და გამანადგურებლები კი დარტყმების განსახორციელებლად ემზადებიან.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ არ გააკეთებენ კომენტარს „კონფიდენციალურ სამხედრო გეგმებზე, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს ან არც არსებობდეს“.

„პრეზიდენტი ტრამპი ყველა შესაძლებლობას ღიად ტოვებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს მოიპოვოს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

იტვირთბა....