აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უახლოეს პერიოდში შეხვედრას გეგმავს.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში სერიოზული წინსვლა შეინიშნება.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი რუსეთთან ურთიერთობებში – რუსეთისა და უკრაინის კონტექსტში. მალე გაიმართება შეხვედრა და, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი შედეგი იქნება მიღწეული“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რა შეხვედრას გულისხმობდა, თეთრი სახლის ლიდერმა უპასუხა:
„შეხვედრას პუტინთან და ზელენსკისთან. ვფიქრობ, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი“.

