ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაშავებულთა შორის 4 წლის ბავშვია

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 4 წლის ბავშვი.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური (ГСЧС) ავრცელებს. მაშველების ცნობით, დარტყმა რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა, რამაც მასშტაბური ნგრევა და ხანძარი გამოიწვია:

„ღამით რუსებმა რეაქტიული დრონით ქალაქის ოსნოვიანსკის რაიონზე მიიტანეს დარტყმა. თავდასხმის შედეგად 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა — იწვოდა როგორც მრავალბინიანი, ისე კერძო საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები და საწარმოო შენობა. დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, ავტოფარეხები და ავტომობილები“.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, განმეორებითი დარტყმების რეალური საფრთხის მიუხედავად, მაშველები სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციას ახორციელებენ.

იტვირთბა....