აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა სოციალურ ქსელებში ისეთი შინაარსის მასალის წაშლას ითხოვს, რომელიც მოსახლეობას „სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებისკენ ან შეიარაღებისკენ“ მოუწოდებს

საფრანგეთის მთავრობა სოციალურ ქსელებში ისეთი შინაარსის მასალის წაშლას ითხოვს, რომელიც მოსახლეობას „სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყებისკენ ან შეიარაღებისკენ“ მოუწოდებს.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განმარტა, ამისთვის გადაუდებელი პროცედურის შექმნას გეგმავენ.
ნუნიესმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით პრობლემა იყო და ხელისუფლება ყველა საჭირო ზომებს იღებს.

„ჩვენი სამიზნეა აჯანყებისკენ მოწოდებები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. გვინდა, რომ შევძლოთ მათი წაშლა, ხოლო თუ პლატფორმები არ წაშლიან, შევძლებთ მათ საძიებო სისტემიდან ამოღებას“, – აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ნუნიესის განმარტებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილ აქციებზე პოლიციის განლაგება კვლავ მასშტაბური იქნება.

იტვირთბა....