აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დანიის პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად უყურებს ვლადიმერ პუტინთან ფინეთის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერის სატელეფონო საუბარს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი სკეპტიკურად უყურებს ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ იონას გარ სტიორეს სატელეფონო საუბარს ვლადიმერ პუტინთან.

„ნორვეგიისა და ფინეთის ამ ინიციატივის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ის არც ერთ ჩვენგანთან არ ყოფილა შეთანხმებული“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.

მისივე თქმით, „ვერავითარ ნიშანს“ ვერ ხედავს იმისა, რომ რუსეთი ევროპასთან მშვიდობას ესწრაფვის.

„მიმაჩნია, რომ ევროპის ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და არა ცალ-ცალკე ვიმოქმედოთ“, – განმარტა ფრედერიქსენმა.

ცნობისთვის, ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა საკუთარი ინიციატივით სატელეფონო საუბარი გამართეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

იტვირთბა....