ეგვიპტის პარლამენტმა პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ ალ-სისის საუდის არაბეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევის უფლებამოსილება მიანიჭა, თუმცა კაირომ იემენზე იერიშის მიტანა გამორიცხა.
26 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე ეგვიპტის წარმომადგენელთა პალატამ მანდატი დაამტკიცა.
Reuters-ის მიერ გავრცელებულ საპარლამენტო განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ერ-რიადი დახმარებას მოითხოვს, ალ-სისის მიენიჭა უფლებამოსილება, “საჭირო ზომები მიიღოს” საუდის არაბეთის დასაცავად.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ჰუსიტების თავდასხმები ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტსა და საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Aramco-ს ობიექტებზე, რამაც ავიარეისების შეფერხება და ნავთობის ექსპორტის შეჩერება გამოიწვია.

