უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ კრემლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.
„პუტინმა უკრაინის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება შეაფასა და მისი გამომწვევი ძირეული მიზეზები აღნიშნა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კანონიერი ინტერესების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პუტინმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და ნატო-ს კონფრონტაციულ პოლიტიკას, რაც სამხედრო მოქმედებების გაჭიანურებას იწვევს.
„მხარეებმა უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. თანამოსაუბრეები მიესალმნენ ნოემბრის პირველ ნახევარში აბუ-დაბიში რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ის შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პირდაპირ სატელეფონო კონტაქტებს მომავალშიც შეინარჩუნებენ.

