ვლადიმერ პუტინთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო, – განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ გააკეთა.
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარსტორემ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
„ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება როგორც ჩვენს, ისე ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ მოლაპარაკებებს მოითხოვს“, – განაცხადა სტუბმა.
სტუბმა და სტორემ პუტინთან საუბარში ხაზი გაუსვეს, რომ ფინეთი და ნორვეგია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ომი უნდა დასრულდეს და მოლაპარაკებები განახლდეს.
„ომი უზარმაზარ ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგებს იწვევს. ტანჯვა და ნგრევა გავლენას მომავალ თაობებზე იქონიებს. საუბარში ჩვენ ხაზი გავუსვით დეესკალაციის მნიშვნელობას“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.

