ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში როგორც უკრაინა, ისე ევროპაც უნდა მონაწილეობდეს.
ნაუსედას შეფასებით, შეხვედრები, რომლებზეც სუვერენული სახელმწიფოების მომავალი მათი მონაწილეობის გარეშე წყდება, მიუღებელი და საშიშია.
„სინამდვილეში ასეთი ფორმატები ძალიან საშიშია. პირველ რიგში, მიუღებელია, რომ ევროპა ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, უკრაინას კი ასეთ შეხვედრებზე არც კი იწვევენ. მართლაც მიუღებელია, როცა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებს მის ზურგს უკან განიხილავენ“, – აღნიშნა ნაუსედამ.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, არ შეიძლება, სამშვიდობო შეთანხმების პირობები უკრაინას თავს მოახვიონ.
„აუცილებელია, უკრაინისა და ევროპის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერ განხილვაში, რომელიც უკრაინის მომავალს შეეხება, განსაკუთრებით კი სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რადგან სწორედ ეს სახელმწიფო, ან მთლიანად ევროკავშირი იგრძნობს პირველი ამ სამშვიდობო შეთანხმების შედეგებს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

