პუტინმა სატელეფონო საუბრები გამართა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერმინისტრ იონას გარ სტორესთანმ – ინფორმაციას ადასტურებენ კრემლშიც.
ფინეთის ლიდერის კანცელარიის ინფორმაციით, სტუბმა და სტორემ დარეკეს როგორც საკუთარი ქვეყნების ლიდერებმა და მათ მთლიანად ევროპის სახელით არ უსაუბრიათ. საუბრის მთავარი თემა უკრაინის ომი იყო.
“უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ ევროპული უსაფრთხოების საკითხების განხილვაში; ამასთან, სტორეც და სტუბიც ამ დისკუსიებში საკუთარი მონაწილეობის საფუძვლად რუსეთთან საერთო საზღვრის არსებობას ასახელებენ.” – წერს Bloomberg.
პუტინთან საუბრის შემდეგ, ევროპელ ლიდერებს კომუნიკაცია აქვთ უკრაინის პრეზიდენტთან – ამის შესახებ უკრაინელ ჟურნალისტებს ზელენსკის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

